The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია ზურაბის ძე გოპაძე

ილია ზურაბის ძე გოპაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1853
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1932  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1878 წელს დაამთავრა პეტერბურგის მედიკურ-ქირურგიული აკადემია. ცნობილი ფტიზიატრი. პროფ. კაშლაკოვისა და პასტერნაცკის მოწაფე. დახელოვნდა შვეიცარიაში სამკურნალო მასაჟის დარგში პროფ. ბერლინგთან. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „О влиянии общего массажа на азотистый обмен и на всасывание азотосодержащих продуктов“ (1886). 1888-1894წწ. მუშაობდა პეტერბურგის ჰოსპიტალურ თერაპიულ კლინიკაში; 1894-1909წწ. იყო აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი; 1898 წლიდან აბასთუმნის მინერალური წყლების დირექტორი; 1921 წლიდან კურორტ აბასთუმნის კონსულტანტი;აბასთუმნის კურორტის ორგანიზატორი. შეისწავლა მისი კლიმატური და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლი ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებათა მკურნალობაში. კავკასიის სამხედრო ოლქის საექიმო-სანიტარული სამმართველოს უფროსი. კავკასიაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საქმის მებრძოლი საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს სსრ ჯანსახკომის ტუბერკულოზის საბჭოს წევრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო სატერმინოლოგო საექიმო წრის თავმჯდომარე და სხვა. მედიცინის დოქტორი(1886), სამედიცინო სამსახურის გენერალ–მაიორი(1917).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო სატერმინოლოგო საექიმო წრე, პირველი თავმჯდომარე
  • ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1911-1915)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანდრიას ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია