The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ივანე რამაზის ძე თარხნიშვილი (თარხან–მოურავი)

ივანე რამაზის ძე თარხნიშვილი
Date of birth:1846
Date of death:1908  (at 62 years)
Category:Physiologist/Physiotherapist

Biography

დაიბადა ქ. თბილისში. 1863-1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე დაიწყო ივანე სეჩენოვის ხელმძღვანელობით. პირველი ქართველი ფიზიოლოგი მსოფლიო სახელით. დახელოვნდა ევროპის სხვადასხვა სპეციალიზებულ დაწესებულებებში. ი. სეჩენოვის სკოლის წარმომადგენელი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „О влиянии теплоты и холода на чувствующие нервы, спинной и головной мозг необескровленных и обескровленных лягушек“ (1871). იმავე წელს თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში. 1873 წელს ივანე თარხნიშვილი 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ მეცნიერთა ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ — როფესორად. 1895 წელს პროგრესული შეხედულებების გამო იგი იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში. პროფესორი, აკადემიკოსი. რუსეთის, ევროპისა და ამერიკის მრავალი ქვეყნის ფიზიოლოგთა და სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესების აქტიური მონაწილე, რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი ფიზიოლოგიაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები ფსიქმოტორული ცენტრების, ნორმული ძილის ფიზიოლოგიის, მუსიკის, სინათლის გავლენის შესახებ ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმებზე. მის სახელთანაა დაკავშირებული კან-გალვანური რეაქციის ფენომენის აღმოჩენა, რაც მსოფლიო ლიტერატურაში თარხანოვის ფენომენი სახელწოდებითაა ცნობილი. მსოფლიოში პირველმა შეისწავლა რენტგენის სხივების გავლენა ორგანიზმზე, და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ, რის საფუძველზე იგი ითვლება რადიობიოლოგიის ფუძემდებლად ბიოლოგიასა და მედიცინაში. პირველმა მსოფლიოში დაადგინა ნერვული სისტემის მარეგულირებელი გავლენა სისხლის გადანაწილებასა და დეპონირებაზე. თარხნიშვილი მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიური და სამედიცინო საკითხების ფართო პოპულარიზაციას რუსეთსა და საქართველოში — კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა (შემდგომში ცნობილი ფიზიოლოგები: ბრონისლავ ვერიგო, ნაპოლეონ ციბულკი, ვასილ ჩაგოვეცი და სხვ). იყო სამამულო სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოეს. 1947 წლიდან თსსუ-ში არსებობს მისი სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.