The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი (ქაიხოსრო)

მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი
Date of birth:1 May, 1881
Date of death:22 November, 1950  (at 69 years)
Category:Balneologist, Physiologist/Physiotherapist

Biography

დაიბადა სოფელ არანისში (დუშეთის რაიონი). 1909 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი კურორტოლოგი და ფიზიო-თერაპევტი. თბილისის ფიზიო-თერაპიული საავადმყოფოს, ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ბალნეოლოგიური კურორტის ორგანიზატორი, საქართველოს ფიზიო-თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების დამაარსებელი, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფიზიო-თერაპიული კათედრის გამგე. 1907 წელს პირველმა წამოაყენა წინადადება მოსკოვში ქართელთა საზოგადოების დაარსების შესახებ და იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი, მოსკოვში ქართული საღამოების მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი, უსასყიდლოდ ემსახურებოდა ქართული საზოგადოების მიერ მოსკოვში მოწყობილ ლაზარეთს. დიდი საექიმო დახმარება გაუწია ქ. გორის მოსახლეობას 1919 წლის მიწისძვრის დროს. მან გახსნა ბორჯომსა და ბაკურიანში სანატორიუმები. იყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის პირველი დირექტორი.

მიხეილ ზანდუკელი საკურორტო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში(გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი(1937, იყო მისი პირველი დირექტორი).  მან დააარსა და 1926-1941 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის  ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ინსტიტუტს. II მსოფლიო ომის დროს განაგებდა ამ ინსტიტუტის ბაზაზე გახსნილ ევაკოჰოსპიტალს, 1946–1950 წლებში კი-თბილისის  ფიზიოთერაპიულ საავადმყოფოს. მიხეილ ზანდუკელი იყო საქართველოს ფიზიოთერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე იყო(1938–1950). მისი სამეცნიერო შრომები ეხება ძირითადად ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1907 დაარსდა "მოსკოვის ქართველთა საზოგადოება", რომლის თავმჯდომარე იყო ა. სუმბათაშვილი, მოადგილე–მიხეილ ზანდუკელი. საზოგადოებამ მოაწყო ლაზარეთი დაჭრილ ქართველ მეომართათვის(გამგე-მიხეილ ზანდუკელი). 1912 წელს მისი ინიციატივით მოსკოვში დაარსდა საექიმო შრომის სამედიცინო ბიურო, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. ფიზიოთერაპევტი. კურორტოლოგი.


Member of Organizations

  • მოსკოვის საექიმო შრომის სამედიცინო ბიურო, თავმჯდომარე (1907-)
  • მოსკოვში ქართველთა საზოგადოების დამაარსებელი და შემდგომში მისი გამგეობის წევრი
  • საქართველოს ფიზიო-თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების დამაარსებელი (1938-1950)