The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



სამსონ ბესარიონის ძე თოფურია

სამსონ ბესარიონის ძე თოფურია
Date of birth:12 June, 1854
Date of death:23 July, 1904  (at 50 years)
Burial location:მწვანეყვავილას პანთეონში, ქ. ქუთაისი
Category:Therapist, Health Organizer

Biography

სამსონ ბესარიონის ძე თოფურია დაიბადა 1854 წლის 12 ივნისს აბაშის რაიონის (ყოფილი ქუთაისის გუბერნია) სოფელ სეფიეთში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. ორი წლის ასაკში გარდაეცვალა მშობლები. იგი ექვს წლამდე იზრდებოდა ახლო ნათესავ მელიტონ ნადარეიშვილთან ხოლო, შემდეგ აღსაზრდელად წაიყვანეს ქუთაისში, ნათესავთან, ედუკი პეტრეს–ასულ თოფურია მაჭავარიანთან. მათ დიდი ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეს ნიჭიერი ბავშვის მიმართ. სამსონი ჯერ კერძო სასწავლებელში მიაბარეს ხოლო, შემდეგ შეიყვანეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში (ახლანდელი N1 საჯარო სკოლა) რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა ქ. ოდესაში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკუტეტზე. შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო დარგზე.


სამსონ თოფურიას პიროვნებით დაინტერესდა ქ. ხერსონის გუბერნიაში მცხოვრები (იმხანად საქართველოდან გადასახლებული) თავადი დადეშქელიანი, რომელმაც ნიჭიერ სტუდენტს სწავლების დამთავრებამდე გადიდებული სტიპენდია დაუნუიშნა.

1885 წელს ს. თოფურიამ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნლო ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის წოდება. იგი ცოდნის გაღრმავების მიზნით, გერმანიაში მიემგზავრებოდა ცნობილ პროფესორ ვირხოვთან, რომის კლინიკებში წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო. გერმანიიდან სამსონ თოფურია გაემგზავრა შვეიცარიაში სადაც გაეცნო კლინიკური მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს, ახალ მეთოდებს, რენტგენთა და ფიზიოთერაპევტული მეთოდებით მკურნალობის დარგში. ჟენევიდან წამოსვლისას, მან თან წამოიღო კლინიკის შენობის გეგმა, ის ოცნებობდა რომ სამშობლოშიც ააგებდა ასეთ სამკურნალოს.

1887 წელს სამსონ თოფურია დაბრუნდა ქუთაისში, სადაც, მკურნალობის საქმე ორი–სამი კერძო პრაქტიკოსი ექიმისა და ექმიმბაშების ხელში იყო.

მკურნალმა ქუთაისში სტაციონალური სამკურნალოს გახსნა მოითხოვა, რასაც წინ სკეპტიკოსები და ექმიმბაშები აღუდგნენ. მისი კატეგორიული მოთხოვნით ქ. ქუთაისის თვითმმართველობამ გადაწყვიტა საავადმყოფოს აგება, მიწის ნაკვეთის შერჩევა კი თვითონ მას მიანდო. სამსონ თოფურიამ გამოძებნა სახსრები, რიონის პირას შეეძინა მიწის ნაკვეთი, თბილისიდან მოეწვია არქიტექტორ და მშენებელი ინჟინერი. 3 წლის შემდეგ 1890 წლის 1 მაისს სამოცდახუთმეტი საწოლით გაიხსნა საავადმყოფო, რომელსაც ,,სამსონ თოფურიას სამკურნალო“ ეოდა. ილია ჭავჭავაძემ ეს ფაქტი ,,ივერიის“ ფურცლებიდან მილოცვით ამცნო ქართველ ხალხს. სამსონ თოფურიამ საავადმყოფო აღჭურვა გერმანიიდან და შვეიცარიიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინსტრუმენტებით, საავამყოფოს ჰქონდა საკუთარი წყალსადენი, ბერკჰგოლის ფილტრით, ადგილობრივი ელექტროგანათება, ხოლო ქვემო სართულში მოწყობილი იყო სააბაზანო განყოფილება.

აღსანიშნავია, რომ სამსონ თოფურია პირადად აკონტროლებდა ყველაფერს, უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციებში. ყოველივე ამან აამაღლა საავადყოფოს ავტორიტეტი და აქ ავადმყოფები სამკურნალოდ მოდიოდნენ არა მარტო საქართველოს ყველა კუთხიდან, არამედ ოსმალეთიდან და შორეული ირანიდანაც კი.

სამსონ თოფურიასა და დიმიტრი ნაზარიშვილის თაოსნობით საავადმყოფოს ბაზაზე 1892 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიოერო საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების საქმეში.

1898 წელს აკაკი წერეთლი მძიმე ავადმყოფი (ორმხრივი ფილტვების ანთებით) მიუყვანიათ ამ საავადმყოფოში. სამსონ თოფურიას პირადად მზრუნველობისა და კარგი მკურნალობის შედეგად აკაკი აკაკი გამოჯანმრთელდა და აქ დაასრულა თავისი შესანიშნავი ნაწარმოები ,,გამზრდელი“.

სამსონ თოფურია ოცნებობდა თავისი სამკურნალო სამეცნიერო–კვლევით კერად გადაექცია. დაუღალავმა მუშაობამ დაღი დაასვა სამსონ თოფურიას ჯანმრთელობას და მძიმე ავადმყოფობის (ტუბერკულოზი, დიაბეტი) შედეგად 1904 წლის 23 ივლისს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ მან დატოვა ანდერძი, რომ სამკურნალო უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქ ქუთაისს. ეს სამკურნალო იმავე შენობაში დღესაც ფუნქციონირებს და ატარებს სამსონ თოფურიას სახელს.

თავდაპირველად სამსონ თოფურია ქუთაისის ცენტრში მდებარე მთავარანგელოზისსახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, ხოლო მისი დანგრევის შემდეგ საფიჩხიის სასაფლაოზე იქნა გადასვენებული. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2001 წლის 3 იანვრის N125 დადგენილებით, 2001 წლის 18 ივნისს სამსონ თოფურია გადასვენებული იქნა მწვანეყვავილას პანთეონში, სადაც მოქანდაკის ი. ნიკოლაძის შესრულებული ბიუსტი დადგეს.

Member of Organizations

  • დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება (1892-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)