The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ივანე ელიშუხის ძე თიკანაძე

ივანე ელიშუხის ძე თიკანაძე
Date of birth:1868
Date of death:1943  (at 75 years)
Category:Obstetrician-gynecologist

Biography

დაიბადა სოფელ მაკვანეთში (მახარაძის რაიონი). 1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. გამოჩენილი მეან-გინეკოლოგი. პროფ. ლებედევის, ოტტის, პოპოვის მოწაფე, მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Материалы о влиянии тиреоидина на всасываемость жира в здоровом организме“ (1897). საქართველოში დაბრუნების შემდეგ 9 წელი მუშაობდა ქ. ოზურგეთის ამბულატორიაში; 1907 წელს მეანობა-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში; პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო მოქმედ არმიაში; ომის შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად; 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსებისთანავე აირჩიეს კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ივანე თიკანაძე სწავლობდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და ოპერაციის გზით მათი მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემასა და სხვ. საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ დღესაც ფართოდ იყენებენ მის მიერ შემუშავებულ მეთოდს; საქართველოში დანერგა მრავალი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია: გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველად გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში, ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვ. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1897), პროფესორი(1919). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მეცნიერული და პრაქტიკული მეანობისა და გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, მოგვიანებით სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობისა დაგინეკოლოგიის კათედრის გამგე, საზოგადო მოღვაწე.

Member of Organizations

  • არკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • კიევის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე