The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



დავით გიორგის ძე იოსელიანი

Date of birth:17 August, 1894
Date of death:25 February, 1967  (at 72 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Surgeon

Biography

დაიბადა ქ. თბილისში. 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. 1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. პროფ. ნ. კახიანის მოწაფე.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Костные нервы бедра и голени и влияние их повреждении на развитие костной мозоли“ (1937). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1918 წელს დაინიშნა ორდინატორად ქ.თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა ქ.თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე ასისტენტად. 1928-1929 წლებში მივლინებულ იქნა ლენინგრადის სამხედრო აკადემიის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე. 1931 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიის დოცენტურის გამგედ, შემდგომში სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე. 1934-1947 წლებში ხელმძღვანელობდა ქ.თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას, ხოლო 1941-1947 წლებში იყო ამ საავადმყოფოს დირექტორი. 1934-1947 წლებში განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას. 1940 წლიდან არჩეულ იქნა ქ.თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. მისი შრომები ეხება დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქრების, მუცლის ღრუს ტრავმული დაზიანებების, ანაერობული ინფექციების, ნაწლავთა გაუვალობის ქირურგიული მკურნალობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია.

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1940-)

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის ეითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Bibliography