The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ საულის ძე კახიანი

ნიკოლოზ საულის ძე კახიანი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1928  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ანატომი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ როკითში (მაიაკოვსკის რაიონი). 1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სახელმოხვეჭილი ქირურგი და ანატომი. პროფ. ნ. ბატუევის სკოლის წარმომადგენელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე. 1910–1914წწ. მუშაობდა  ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრაზე და 4–ჯერ იყო მიწვეული კაიროში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. 1917 წელს აირჩიეს ეკატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრის გამგედ. 1919 წლიდან გადმოვიდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული პათოლოგიის კათედრასა და პროპედევტიკის კლინიკას. თუმცა კლინიკა იმ დროს მინიმალური ინვენტარითაც არ იყო აღჭურვილი, კოლექტივმა კახიანის თაოსნობით სერიოზული სამუშაოები შეასრულა. მან თბილისში გააკეთა და შემდეგ საქართველოში დანერგა კუჭის რეზექცია წყლულოვანი დაავადების დროს, ტვინის დანამატის ამოკვეთის, თირკმლის და თირკმლისზედა ჯირკვლის რეზექციის, ტუბერკულიოზით დაზიანებული თირკმლის სისხლის ძარღვების გადაკვანძის, თავის ქალის ტრეპანაციის, გულის ჭრილობების გაკერვისა და სხვა ურთულესი ოპერაციები. ქირურგი, მორფოლოგი, ქართული მეცნიერული ქირურგიული სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1917), პროფესორი (1917).


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი