The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე (სისო)

სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:1942  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1882 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ქუთაისის ქალაქის ამბულატორიის ექიმი. სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დრობა" სთან. ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1901 წელს აირჩიეს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლად, ამავე წელს ებოძა უმაღლესი კარის კამერჰერობა. ყავდა მეუღლე იუსტინა ივანეს ას. პოსტნიკოვა. ძმაა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებლის ანტონ ლორთქიფანიძის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1903-)