The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ივანე გრიგოლის ძე კონიაშვილი

ივანე გრიგოლის ძე კონიაშვილი
Date of birth:1889
Date of death:26 October, 1938  (at 49 years)
Category:Balneologist, Physiologist/Physiotherapist

Biography

   დაიბადა ქ. თბილისში. 

1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია.

გამოჩენილი კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი. 1924–1930წწ. დახელოვნდა საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხო-სლოვაკიაში, გერმანიაში. პროფ. ნორდენის, ბიკელის, აკად. ა. ალადაშვილის მოწაფე. 1930–1936წწ. თბილისის უნივერსიტეტის, შემდგომში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1928–1938წწ. თბილისის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პირველი დირექტორი. პირველმა დანერგა საქართველოში ბიოქიმიური მეთოდები კურორტოლოგიაში. მისი შრომები ეხება შაქრიან დიაბეტს, ბორჯომის წყლის მოქმედების გავლენის შესწავლას ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე და სხვა. იყო საქართველოს ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავმჯდომარე. იყო კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი. პროფესორი (1935).

   გაასამართლეს, ბრალად ედებაოდა, რომ კონიაშვილი იყო კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მოქმედებდა საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის სისტემაში. 1925 წლიდან კონიაშვილი იყო პოლონეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტურის წევრი. დაპატიმრებამდე ჰქონდა მუდმივი კავშირი პოლონეთის დაზვერვის რეზიდენტებთან თბილისში და ინტენსიურად ეწეოდა ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას. იმყოფებოდა საქართველოს შინსახკომის შიდა საპატიმროში. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. სხდომის თარიღი: 09/25/1938. დახვრეტის თარიღი: 10/26/1938 

რეპრესირებულია და სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული.