შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ანა ილარიონის ასული ლორთქიფანიძე-ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის რაიონი). 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის პირველი საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორად, თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ, თბილისის მეორე საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ. იყო ვაჟა-ფშაველას, დავით კლდიაშვილის და სხვათა პირადი მკურნალი ექიმი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან (მიხეილ ჯავახიშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გერონტი ქიქოძე და სხვები).
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |