Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1910 წელს და სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა ქ. ბაზელში (შვეიცარია).
უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ რავა თვე მუშაობდა ვენის კლინიკებში; 1911 წელს დაბრუნდა რუსეთში და ექიმის ხარისხის მოსაპოვებლად გამოცდები ჩააბარა ქ. ყაზანის უნივერსიტეტში; 1912 წელს ბრუნდება საქართველოში და 1914 წლამდე მუშაობდა ექიმად ქუთაისში; 1914–1919 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში "ქალაქთა კავშირის ქირურგიულ ლაზარეთში" და ორდინატორად "ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტში"; 1919 წელს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ; 1920 წლის სექტემბერში არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის გინეკოლოგიური კლინიკის უფროს ასისტენტად; აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში; იყო ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" პირველი რედაქტრი; კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში; პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი თბილისის ლაზარეთში პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მოღვაწეობდა; 1925 წელს უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო მიზნით 7 თვით იყო მივლინებული გერმანიასა და საფრანგეთში; 1926 მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება; 1930 წელს აირჩიეს პროფესორად; გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მისი სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენდა საშვილოსნოს სიმსივნები და ჰიპერპლაზია, ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი, თამბაქოს გავლენა ქალის სასქესო სფეროზე, გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის საკითხები და სხვა. 43 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა კლინიკაში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. ცნობილი მეან-გინეკოლოგი. პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის გინეკოლოგიის კათედრის გინეკოლოგიური დაიგნოსტიკის კურსის ხელმძღვანელი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ფიბრომიომების ეტიოლოგიის და წამლობის საკითხებისთვის", დაიცვა 1925 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |