The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი

მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი
Other name:მ. მგალობელი (ფსევდონიმი)
Date of birth:12 July, 1887
Date of death:27 February, 1931  (at 43 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Obstetrician-gynecologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1910 წელს და სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა ქ. ბაზელში (შვეიცარია).

უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ რავა თვე მუშაობდა ვენის კლინიკებში; 1911 წელს დაბ­რუ­ნ­და რუ­სე­თში და ექიმის ხარისხის მოსაპოვებლად გამოცდები ჩააბარა ქ. ყაზანის უნი­­ვე­რსი­ტეტში; 1912 წელს ბრუნდება საქა­რ­თ­ველოში და 1914 წლამდე მუშაობდა ექიმად ქუთაი­ს­ში; 1914–1919 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში "ქალაქთა კავშირის ქირურგიულ ლაზარეთში" და ორ­დი­ნატორად "ოლ­ღას სახე­ლო­ბის საბებიო ინსტი­ტუ­ტში"; 1919 წელს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს სამეანო-გინე­კო­­ლო­გიუ­რი განყოფი­ლე­ბის გამგედ; 1920 წლის სექტემ­ბერში არჩეული იყო თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურ­ნა­ლო ფა­კუ­ლ­ტე­ტის გინე­კოლოგიური კლი­ნი­კის უფ­როს ასი­ს­­ტე­­ნ­ტად; აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში; იყო ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" პირველი რედაქტრი; კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში; პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი თბილისის ლაზარეთში პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მოღვაწეობდა; 1925 წელს უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო მიზნით 7 თვით იყო მივ­ლი­ნე­ბუ­ლი გერმანიასა და საფ­რა­ნგეთში; 1926 მიენიჭა პრივატ-დოცენტის წო­დება; 1930 წელს აირჩიეს პროფესორად; გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მისი სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენდა საშვილოსნოს სიმსივნები და ჰიპერპლაზია, ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი, თამბაქოს გავლენა ქალის სასქესო სფეროზე, გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის საკითხები და სხვა. 43 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა კლინიკაში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. ცნობილი მეან-გინეკოლოგი. პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის გინეკოლოგიის კათედრის გინეკოლოგიური დაიგნოსტიკის კურსის ხელმძღვანელი.  

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშ­ვი­ლოსნოს ფიბრო­მიო­მების ეტიო­ლო­­­გიის და წამლობის საკი­თხებისთვის", დაიცვა 1925 წელს.

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის უმცროს მასწავლებელთა კოლეგია, წევრი, თავმჯდომარე (1922-1927)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Bibliography