შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
შალვა ანტონის ძე მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. წულუკიძეში. 1907 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა საფრანგეთში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები სისხლის წებოვნებისა და შედედების თვისებების შესასწავლად მალარიის დროს" (1924). გამოჩენილი თერაპევტი. პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგე, პირველი ქართული სახელმძღვანელოების ავტორი შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში და კლინიკურ ანალიზებში (პროფ. ნ. მახვილაძესთან თანაავტორობით). მისი შრომები ეხება მალარიის, სპრუს, ლამბლიოზების, კოლიტების, მუცლის ტიფის დიაგნოსტიკის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის "ექიმის" რედაქტორი, ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" ერთ-ერთი ორგანიზატორი და სხვა. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |