| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი გაბრიელის ძე ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ქუთაისის გუბერნიის ცაგერის მაზრაში, სადაც მას მოუსწრო პირველმა მსოფლიო ომმა და გაიწვიეს ჯარში, სადაც მუშაობდა საევაკუაციო ბატალიონის უფროსად და ევალებოდა დაჭრილი მეომრების ჰოსპიტალიზაცია. მან მთელი ომის პერიოდში თურქეთ-რუსეთის ფრონტზე გაატარა და წარმატებული მუშაობისათვის ექვსი სხვადასხვა ორდენით დაჯილდოვდა. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ზემო სვანეთში და მესტიაში, საკუთარ სახლში გახსნა პირველი საავადმყოფო, სადაც ქირურგიულ ოპერაციასაც კი ატარებდა. მისი ძალისხმევითა და მონდომებით მესტიაში, უშგულსა და მულახში გაიხსნა სავადმყოფოები. მიუხედავად ასეთი დამსახურებისა 1937 წელს იგი დააპატიმრეს, მაგრამ ხუთი თვის პატიმრობის შემდეგ სვანი მოსახლეობის აქტიური მოთხოვნით პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და სვანეთში განაგრძო თავის პროფესიული საქმიანობა. 1939 წლიდან 29 წლის განმავლობაში უცვლელად მუშაობდა მესტიის საავადმყოფოში რენტგენის განყოფილების გამგედ. სვანეთში ჯანმრთელობის დაცვის ხაზით თითქმის ნახევარი საუკუნე იმოღვაწა. პირველი სვანი ექიმი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. დიდი დამსახურება მიუძღვის სვანეთში სანიტარული კულტურის შეტანაში.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

