The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ივანე გრიგოლის ძე სემერჯიევი

Date of birth:1889
Date of death:16 November, 1937  (at 48 years)
Category:Health Organizer

Biography

  დაიბადა ქ. ბათუმში. 1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის პირველი სახალხო კომისარი (1921-1928).

  გაასამართლეს, ბრალად ედებაოდა: რომ იყო „ლაკობას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული“ კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, მჭიდრო კავშირი ჰქონდა კ/რ ნესტორ ლაკობასთან, საქართველოს პარტიული ხელმძღვანელების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებდა კ/რ პროვოკაციულ მონაჭორებს, ეწეოდა კ/რ აგიტაციას, კერძოდ, აცხადებდა, რომ ,,ნესტორ ლაკობა არ მომკვდარა თავისი სიკვდილით. კ/რ მოწმეების, მ. ლაკობას, მ. შლატერის, ა. ხოშტარიას, ლ. თარბას და ი. გაბაშვილის ჩვენებებით მხილებულ იქნა, როგორც კ/რ „ლაკობას ორგანიზაციის“ წევრი. ანჩაბაძის, ნიკურაძის, ვარალოვის, ხასაიას, თენეიშვილის, ბენდელიანის ჩვენებებით დადასტურდა სემერჯიევის მიერ საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია. ბრალდებულმა აღიარა, რომ იღებდა კ/რ ნესტორ ლაკობას მავნებლურ დავალებებს და ასრულებდა მათ, აგრეთვე ცდილობდა საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია, სხდომის თარიღი: 11/13/1937, დახვრეტის თარიღი: 11/16/1937.