შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარიამ ქრისტეფორეს ასული უგრელიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ დიღომში (გარდაბნის რაიონი). პეტერბურგის ქალთა უმაღლესი სამედიცინო კურსების, ქ. მონპელიეს (საფრანგეთი) და ჟენევის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1914 წელს). სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1915 წელს. პროფ. ს. გოგიტიძის მოწაფე. პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის გამგე, თბილისის დედათა და ბავშვთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზატორი. მისი შრომები ეხება ბავშვთა ფიზიკური განვითარების, კვების, რაქიტის, დისტროფიების, რევმატიზმის, ტუბერკულოზის, აეროთერაპიის, ქართული პედიატრიის ისტორიის და სხვა საკითხებს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |