Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
სიმონ ნიკიფორეს ძე ყიფშიძე![]()
Biographyდაიბადა სოფელ ბიღაში (ჭიათურის რაიონი). 1912 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი ნევროპათოლოგი. პროფ. ნ. პოპოვის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები პატარა ტვინის პათოლოგიისათვის" (1924). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, თეორიული და პრაქტიკული ნევროლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები თავის ტვინის ბირთვებისა და გამტარი გზების შესახებ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |