The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იპოლიტე მიხეილის ძე ჩხეტია

დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1965  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, სამხედრო ექიმი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ თეკლათში (ცხაკაიას რაიონი). 1915 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო სამხედრო ექიმი, სენაკის მაზრის აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, რაიონული საავადმყოფოს გამგე. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი.