The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ალექსანდრე გიორგის ძე მაჭავარიანი

ალექსანდრე გიორგის ძე მაჭავარიანი
Date of birth:4 February, 1884
Date of death:21 April, 1941  (at 57 years)
Category:Surgeon, Health Organizer

Biography

დაიბადა ქ. ბათუმში. 

1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია.

1911 წელს მოაწყო ექსპედიცია სვანეთში ჩიყვის შესასწავლად და, ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა თბილისში, ამიერკავკასიის ჰოსპიტალში ქირურგ-კონსულტანტად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე დააარსა (და ხელმძღვანელობდა) ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრა. 1927-1928წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1937-1941წწ. - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი და, ერთდროულად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. იკვლევდა ფარისებრ ჯირკვალს, ბრმანაწლავს, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს და ა. შ. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები სამედიცინო ქირურგიის სხვადასხვა სფეროში. ქირურგი, საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1919).

პროფ. ველიამინოვისა და ბასოვის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Вязкость, свертываемость и некоторые другие гематологические данные при заболевании щитовидной железы“ (1914).  თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიული კლინიკის დამაარსებელი და მისი პირველი გამგე. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. მისი შრომები ეხება აპენდიციტების, დაინფექტებული ჭრილობების, ჩიყვის, ექინოკოკოზის დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის საკითხებს.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის ცაკი, წევრი (1931-)

Awards and Honors

  • 1939 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography