The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარაშვილი

Date of birth:1854
Date of death:1927  (at 73 years)
Category:Therapist

Biography

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1878 წელს დაამთავრა პეტერბურგის მედიკურ-ქირურგიული აკადემია. ცნობილი თერაპევტი. ვ. ა. მანასეინის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Усиленнсе питание чахоточных“ (1887). პირველმა შეისწავლა კურორტ წყალტუბოს წყლების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, აღსანიშნავია აგრეთვე მისი შრომები ციმბირის წყლულის, შავი ჭირის, ათაშანგის, მალარიის შესახებ, ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა და თავმჯდომარეობდა ქუთაისის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას, გამოსცა გაზეთი "შრომა" და იყო მისი რედაქტორი. მისი ინიციატივით  (ს. ხეჩინაშვილთან და გ. გოკიელთან ერთად) ქუთაისში აშენდა 250 საწოლიანი საავადმყოფო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თვითონვე ხელმძღვანელობდა, დააარსა ამბულატორია ქ. ქუთაისში, სადაც უფასო დახმარებას უწევდა ქუთაისის თეატრს. იყო საქართველოში ერობის შემოღების მომხრე, სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

Member of Organizations

  • ქუთაისის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, დამაარსებელი და თავმჯდომარე