შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ქუთაისში. 1878 წელს დაამთავრა პეტერბურგის მედიკურ-ქირურგიული აკადემია. ცნობილი თერაპევტი. ვ. ა. მანასეინის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Усиленнсе питание чахоточных“ (1887). პირველმა შეისწავლა კურორტ წყალტუბოს წყლების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, აღსანიშნავია აგრეთვე მისი შრომები ციმბირის წყლულის, შავი ჭირის, ათაშანგის, მალარიის შესახებ, ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა და თავმჯდომარეობდა ქუთაისის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას, გამოსცა გაზეთი "შრომა" და იყო მისი რედაქტორი. მისი ინიციატივით (ს. ხეჩინაშვილთან და გ. გოკიელთან ერთად) ქუთაისში აშენდა 250 საწოლიანი საავადმყოფო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თვითონვე ხელმძღვანელობდა, დააარსა ამბულატორია ქ. ქუთაისში, სადაც უფასო დახმარებას უწევდა ქუთაისის თეატრს. იყო საქართველოში ერობის შემოღების მომხრე, სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |