შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1908 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი ქირურგი. პროფ. მიშის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о влиянии уменьшенного круга кровообращения на общее кровяное давление“ (1912). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება სანორკოზო ნივთიერებებს, სისხლის გადასხმას, შარდსაწვეთების გადანერგვას და გულის ჭრილობებს. მის სახელთანაა დაკავშირებული სისხლის გადასხმის სამსახურის ორგანიზაცია, განვითარება და საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსება. იყო დასტაქართა სრულიად საკავშირო მე-2 ყრილობის მოწვევის ორგანიზატორი, საქართველოს სსრ ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე და სხვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |