Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი![]()
Biographyდაიბადა დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი-კარდიოლოგი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს" (1921). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი, მისი პირველი დირექტორი, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ. მ. წინამძღვრიშვილი დაჯილდოებულა შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული". მ. წინამძღვრიშვილი იყო საქართველოს სსრ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუატატი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |