The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე

ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე
Date of birth:22 January, 1888
Date of death:21 January, 1967  (at 78 years)
Category:Urologist, Surgeon

Biography

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1913 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი უროლოგი. დახელოვნდა გერმანიასა და საფრანგეთში. აკად. გ. მუხაძის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „დიდი ბადექონის დამცველი თვისებების შესახებ მუცლის ღრუს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესების დროს" (1925). პროფესორი (1930), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თეორიული და პრაქტიკული უროლოგიის ფუძემდებელი და უროლოგიური სკოლის შემქმნელი საქართველოში, 1949-1953 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უროლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი (1953-1965)(1967-იდან ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა), მისი პირველი დირექტორი, ავტორი სახელმძღვანელოებისა უროლოგიაში. 1916 წლიდან მუშაობსა ქ.თბილისის ლაზარეთის ორდინატორად. ამავე წლიდან მუშაობდა გ. მუხაძესთან. 1927 წელს ჩაუდგა სათავეში ახლად გახსნილ ქ.თბილისის № 1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებას. ამავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 930—1959 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრებს. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის და შემდეგ უროლოგიის კათედრას. ასევე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების თავმჯდომარე. მეორე მსოფლიო ომის (1941—1945) წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინოსტროს მთავარ ქირურგად. იყო უროლოგთა საკავშირო საზოგადოების საპატიო წევრი და სხვა. მას ეკუთვნის ფუნდამენტური მონოგრაფიული ხასიათის შრომები თირკმელ-ჯენჭოვანი ავადმყოფობის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის და კიბოს საკითხებზე. შეიმუშავა რამდენიმე ოპერაციის (ორიგინალური) ტექნიკა. შესრულებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია.