შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ზაქათალაში. 1899 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. დახელოვნდა ავსტრიაში პროფ. აიზელსბერგისა და ნოტნაგელის კლინიკებში, გერმანიაში - პროფ. ბორისა და ბერგმანის კლინიკებში. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფ. კასტორნაიაში (რსფსრ) - საექიმო პუნქტის გამგედ, სიღნაღში - მაზრის და თბილისში ქალაქის ექიმად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამაზრო განყოფილების (სიღნაღში) თავმჯდომარე. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი, ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. იყო ილია ჭავჭავაძის პირადი მკურნალი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |