შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ივანეს ძე ჯორჯიკია![]()
ბიოგრაფიადაიბადა დაბა ხობში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. პროფ. ობრაზცოვის მოწაფე. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ხობში, ჩოხატაურში უბნის ექიმად და სოფლის საავადმყოფოს გამგედ, აბაშაში, რაიონი საავადმყოფოს გამგედ, ტროპიკული სადგურის გამგედ. მისი ინიციატივით სოფელ აბაშაში გაიხსნა პირველი ამბულატორია, საავადმყოფო და აფთიაქი. მისი შრომები ეხება ათაშანგის მკურნალობას, მალარიის გავრცელებას სენაკის მაზრაში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |