შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო კარანაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1964-1974 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. 53-ე საშ. სკოლაში. 1974-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტში. 1980-1983 წლებში გაიარა ასპირანტურა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტსა და მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში. 1983-1986 – თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილებაში ექიმი-ორდინატორი, 1983-1986 – თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1987 -2006 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1987 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 2006 წლიდან დღემდე არის თსსუ მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მართვის უფროსი სპეციალისტი, 2006 წლდან დღემდე არის თსსუ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წევრი. არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან დღემდე არის თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. პედაგოგიური სტაჟი: 27 წელი. 1987 წლიდან დღემდე. კლინიკური გამოცდილების სტაჟი: 34 წელი 1980 წლიდან დღემდე. ამჟამად არის Baltic Clinic-ის ექიმი-კონსულტანტი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |