The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ირინე დავითის ასული კვაჭაძე

ირინე დავითის ასული კვაჭაძე
Date of birth:5 February, 1962  (63 years)
Category:Physiologist/Physiotherapist

Biography

ქართველი ფიზიოლოგი, პედაგოგი,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი (2006 წ.), თსსუ–ის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის (2006წლიდან – ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) გამგე (2004 წ.), ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2006 წ.).

 ირინე კვაჭაძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (1992 წლიდან უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი, 1984-1987 წლებში იყო თსსი–ის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი, 1988 წლიდან ასისტენტი, 1992 წლიდან დოცენტი, 1997 წლიდან თსსუ–ის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი, 2004 წლიდან ამავე კათედრის (2006 წლიდან ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) გამგე, 2006 წლიდან არის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

1992 წლიდან 2009 წლამდე იყო თსსუ–ის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სამსახურის ხელმძღვანელი.

2009 წლიდან არის თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

1988 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1997 წელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია ხუთი დისერტაცია, გამოიცა ერთი მონოგრაფია, არის 90–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.2006 წლიდან, ირინე კვაჭაძის რედაქციით, ქართულ ენაზე სამჯერ გამოიცა ფიზიოლოგიის სახელმძღვანელო.

ი. კვაჭაძის სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციის თავისებურებებს ფსიქოემოციურ დატვირთვაზე სხვადასხვა კვებითი მდგომარეობების დროს, ფიზიოლოგიურ ფუნქციათა და მათი სარეგულაციო მექანიზმების ურთიერთანამოქმედებას ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა მეტაბოლური და ჰორმონული სტატუსის პირობებში და სხვა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭაბუკთა გულსისხლძარღვთა სისტემისრეაქციის თავისებურებანი ფსიქოემოციურ დატვირთვაზე სხვადასხვა კვებით მდგომარეობაში", დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფიზიოლოგიურ ფუნქციათა ურთიერთქმედების თავისებურებანი ქალის ორგანიზმში", დაიცვა 1997 წელს.

Bibliography

  • ადამიანის ფიზიოლოგია : სახელმძღვანელო უმაღლესი სამედიცინო სასწალებლის სტუდენტებისათვის (Editor). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 448 გვ. - ISBN: 978-9941-0-3563-0
  • ადამიანის ფიზიოლოგია : სახელმძღვანელო უმაღლესი სამედიცინო სასწალებლის სტუდენტებისათვის (Compiler). - თბილისი, ინდ. მეწარმე "ზეკარი", 2006. - 585 გვ.

Contacts Information

  • Business
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    Address:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33