The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ივა კუზანოვი

ივა კუზანოვი
Date of birth:21 April, 1948  (77 years)
Category:Surgeon

Biography

     პლასტიკური ქირურგი.

     საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრის გამგე, მედიკო-ბიოლოგიის აკადემიის აკადემიკოსი, კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, GeoPRAS-ის პრეზიდენტი.

      დაიბადა ქ. თბილისში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1974-1976წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი მოსკოვის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

     1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ვირთხების თირკმლის ჰეტეროტოპული იზოტრანსპლანტაცია ექსპერიმენტში” (მოსკოვი).

    1979-1986 წლებში - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - უფროსი მეცნიერ მუშაკი.

    1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ზედა კიდურების მიკროქირურგია” (მოსკოვი).
1994 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსად, ხოლო 2000 წელს - კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
    1964-1966წწ. მუშაობდა თბილისის N2 საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში სანიტრად. 1972-1973წწ. იგი იყო ქ.გაგრის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს გადაუდებელი ქირურგიული განყოფილების ქირურგი, ხოლო 1973-74წწ. - ქ.მარნეულის ცენტრალურ რაი-საავადმყოფოს ქირურგი. 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიკროქირურგიის ლაბორატორიაში ჯერ უფროს ლაბორანტად, ხოლო 1978 წლიდან ამავე ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ-მუშაკად. 1979 წელს დანიშნულ იქნა თბილისის N7 საავადმყოფოს მიკროქირურგიის განყოფილების გამგედ. 1979-1980წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცსკლ-ის ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1980 წელს - ამავე ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის სკლ-ის უფროსი მეცნიერ-მუშაკი და ამავე დროს თბილისის მიკროქირურგიის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1980-1982 წლებში მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცსკლ-ის  ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-მუშაკად.  1982-83წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტოპ. ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, 1984 წელს - ამავე კათედრის ასისტენტი, ხოლო 1984-87წწ. - კათედრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი  და ცსკლ-ის მიკროქირურგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 1987 წელს იგი აირჩიეს ტოპ. ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1993 წელს ამავე ინსტიტუტის ტოპ. ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის მიკროქირურგიის კათედრის გამგედ. 1994 წლიდან დღემდე არის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრის გამგე, ხოლო 1999 წლიდან - ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა “CARAPS MEDLINE”-ის ხელმძღვანელი.
  ივა კუზანოვი არის საქართველოს ესთეტიკური და რეკონსტრუქ­ციულ-პლასტიკური ქირურგიის საზოგადოება GeoPRAS-ის პრეზიდენტი (1999წ.),  IPRAS-ისა (1999წ.) და სხვა  მრავალი საზოგადოების წევრი, საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების აქტიური მონაწილე. 
  მან დააარსა საქართველოში რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის დარგი, პირველმა შექმნა რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის სკოლა. გაკეთებული აქვს ყველა სახის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაციები, მათ შორის მტევნისა და თითების რეპლანტაციები, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიულ ნერვებზე და სისხლძარღვებზე, ასევე ტრანსსექსუალიზმის დროს სქესის შეცვლის მიზნით (პირველად საქართველოში), პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაციები სახეზე, სარძევე ჯირკვლებზე, მუცელზე და სხვა. 
   გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
   ივა კუზანოვს მინიჭებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია ნაშრომისათვის “ტრავმის შედეგად ამპუტირებული თითებისა და მტევნის საგანგებო მიკროქირურგია” (1982წ.), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999წ.) და კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის ჯილდოთი - “ოქროს მარჯვენა” (2002წ.)

Member of Organizations

  • პლასტიკურ–ესთეტიკური ქირურგიის და ესთეტიკის მედიცინის ევრორუსეთის კონფედერაციის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეგია, წევრი

Awards and Honors

  • 2002 - კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო - “ოქროს მარჯვენა”
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1982 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ნაშრომისათვის “ტრავმის შედეგად ამპუტირებული თითებისა და მტევნის საგანგებო მიკროქირურგია”

Contacts Information

  • Business
    კუზანოვის კლინიკა - ესტა კუზანოვ კლინიკ
    Address:თბილისი, ყაზბეგის გამზ. 5
    Phone:(995 32) 219 20 20; (995 32) 242 40 05; 555 19 20 20
    E-mail:;