The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მურმან კიკვიძე

მურმან კიკვიძე
Date of birth:16 February, 1947  (78 years)
Category:Allergologist

Biography

დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალო. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1971-1975 წლებში იყო ლენტეხის რაიონის კარდიოლოგი, მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1975-1977 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1977-1978 წლებში - მცხეთის რაისაავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგე, 1978-1979 წლებში - რცკ საავადმყოფოს ექიმი ალერგოლოგი. 1979 წლიდან მუშაობდა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ალერგოლოგიური განყოფილების გამგედ. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ალერგოლოგი. აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი. 

1990 წელს გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაცია "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის სპეციფიკური მკურნალობის თავისებურებანი". ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის კლინიკურ–იმუნოლოგიური თავისებურებანი მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1993 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი

Contacts Information

  • Business
    კურაციო
    Address:თბილისი, უნივერსტიტეტის ქ. #2
    Phone:032 243 01 01
  • Business
    აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო)
    Address:თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.29
    Phone:032 224 40 33
  • Business
    დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი
    Address:თბილისი, ს. ეულის ქ. 7