Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
რუსუდანი ქარსელაძე
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1976-1977 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი, 1977-1981 წლებში მუშაობდა თბილისის მე-9 ბავშვთა პოლიკლინიკაში, - უბის პედიატრად, 1981-1983 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1983-1989 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი. 1989 წლიდან პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უმაღლესი სამედიცინო სკოლის “აიეტი” შინაგანი მედიცინის განყოფილების ალერგოლოგიისადა კლინიკური იმუნოლოგიის სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი. პედიატრიის ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ალერგოლოგიის ექსპერტი. კაიროს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო გენეტიკის ექსპერტი. 104 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები: “სამედიცინო გენეტიკა” (სერთიფიკატი ა-1 146881, მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი, 1989 წ.), იმუნოთერაპია და ჰომეოპათიური მკურნალობა ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს (სერთიფიკატი N 857, კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ტალინი, ესტონეთი 1991წ.), ასევე International Science and Technology Center Technology commercialization—Regional Training Centers Program, 2000, (Certificate ISTC) და The American International Health Allianca Epidemiology & Surveilance Strategies for Health Promotion Workshop 2002, (Certificate A.I.H.A) Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |