The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ აბრამია

ოთარ აბრამია
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. აბაშაში. 1969 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1969-1970 წლებში მუშაობდა ჟიტომირის საოლქო საავადმყოფოში; 1971-1985 წლებში იყო კიევის № 14 კლინიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა კათედრის ორდინატორი; 1985 წლიდან ქ. ფოთის საავადმყოფოში ექიმი-ორდინატორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1976 წ.). უმაღლესი კატეგორია. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო სტატია, 7 რაციონალური წინადადება.