The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა ათუაშვილი

ნანა ათუაშვილი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თელავში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1977წწ. იყო ბავშვთა მე–2 პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1977–1982წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური თერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1985წწ. ლენინგრადის, პეტროვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1985–1989წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ამავე ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო რადიოლოგიის საკითხებზე გამოცემული აქვს მეთოდური რეკომენდაციები. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციამდელი კონცენტრირებული დასხივების ეფექტურობის შეფასება საყლაპავი მილის კიბოს დროს", დაიცვა 1988 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - საპატიო სიგელი, საქართველოში ონკოლოგიური სამსახურის დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის