Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი აბზიანიძე (გია)![]()
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1973-1974 წლებში - ინტერნატურა ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს II ქირურგიულ განყოფილებაში; 1974-1976 წლებში - ქ. თბილისის სასწრაფო-გადაუგებელი სამედიცინო დახმარების ცენტრალურ სადგურში - ექიმ-ანგიოლოგად; 1976-1981 წლები - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1982 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1986 წლიდან სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის და კლინიკის ხელმძღვანელი. 1993 წლიდან პარარელურად მუშაობს რკინიგზის დეპარტამენტის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ე. ფიფიას სახელობის კლინიკური ბაზის ქირურგიული და კონსერვატიული ანგიოგრაფია-ფლებოლოგიის განყოფილების გამგედ და კლინიკის ხელმძღვანელად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1984 წელს მეცნიერების განხრით მიღებული აქვს საქართველოს კომკავშირის პრემია. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 საავტორო მოწმობა, 20–ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადება. მისივე ხელმძღვნელობით, პირველად საქართველოში მიიღეს ენდოთელური უჯრედები და აწარმოეს მათი კულტივაცია, აქვე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური პროთეზები და მოხდა მათი ექსპერიმენტული აპრობაცია. ასევე მისი ხელმძღვნელობით დაცულია სამი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეოლიზური ფერმენტებით დამუშავებული არტერიული ქსენოტრანსპლანტატები და მათი გამოყენება არტერიის პლასტიკისათვის", დაიცვა 1980 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ათეროსკლეროზით დაზიანებული აორტის ტერმინალური ნაწილის და ქვემო კიდურების მაგისტრალური არტერიების ქირურგიული მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1994 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |