The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ აბულაძე

თეიმურაზ აბულაძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:პროქტოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1968-1970 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის საავადმყოფოს ქირურგად; 1970-1973 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1974-1976 წლებში - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის აბდომინალური ქირურგიის კათედრის ლაბორანტი, ხოლო 1976-1978 წლებში ამავე ინსტიტუტის ასისტენტი და 1979-1992 წლებში დოცენტი. 1992-1993 წლებში - პროქტოლოგიის კათედრის პროფესორი; 1993 წლიდან პროქტოლოგიის კათედრის გამგე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ასევე მუშაობდა ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში. აქვს 98 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია და 2 საავტორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება" (1986). მე–4 კლინიკური საავადმყოფოს პროფტოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი და მისი გართულებები", დაიცვა 1979 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "აუტოტრანსპლანტანტებისა და ექსპლანტატების გამოყენება ქრონიკული პარაპროქტიის დროს", დაიცვა 1992 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    გიდმედი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას 2/6; ფალიაშვილის 85
    ტელეფონი:(995 32) 2 20 25 15; (995 32) 52 86 44
    ელ.ფოსტა: