The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პეტრე აბესაძე

პეტრე აბესაძე
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა ქ. რუსთავის № 1 პოლიკლინიკის ტრავმატოლოგიურ პუნქტში; 1968 წლიდან იყო რუსთავის ქიმკომბინატის საავადმყოფოს ქირურგი; 1972 წლიდან - მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიის ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიული განყოფილების ასპირანტურა; 1994-1995 წლებში - თერჯოლის რაისაავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების ექიმი; 1995 წლიდან მუშაობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ტოქსიკო-რეანიმაციული განყოფილების ექიმად, ტოქსიკო-რეანიმატოლოგი. ამჟამად მუშაობს თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის გულმკერდის ქირურგიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-მუშაკად. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი 1983 წლიდან. აქვს 22 სამეცნიერო შრომა.