The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან ადამია

რუსუდან ადამია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1975 წლიდან ქ. თბილისის რესპუბლიკური კლინიკურ ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. უმაღლესი კატეგორია. ამჟამად მუშაობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში ექიმ-ინფექციონისტად. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "B ჰეპატიტის სეროლოგიური მარკერების გავრცელება და კლინიკური დახასიათება თბილისის სამედიცინო პერსონალში". ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის ინფექციური დააბადებების, ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
    მისამართი:თბილისი ალ. ყაზბეგის გამზ.16
    ტელეფონი:(995 32) 239 80 18; (995 32) 239 91 44; 599 18 30 39
    ელ.ფოსტა: