Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
დავით მეტრეველი![]()
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1970-1971 წლებში მუშაობდა ა/კ რკინიგზის თბილისის საავადმყოფოში; 1971-1976 წლებში - ქ. თბილისის № 1 საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში; 1976 წლიდან მუშაობდა დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგედ. ამჟამად არის დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი – ენდოკრინოლოგი. იგი არის საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის მრავალი სამეცნიერო ასოციაციის წევრი და სისტემატურად მონაწილეობს თავისი დარგის მეცნიერთა უმაღლესი დონის შეხვედრებში. არის 1 მონოგრაფიის, 2 მეთოდ-რეკომენდაციის და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |