შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თეიმურაზ სილაგაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ქუთაისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1976-1977 წლებში იყო რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1977-1979 წლებში - სიღნაღის ფ/ნ დისპანსერის - ექიმი-ფსიქიატრი; 1979-1981 წლებში იყო ნარკოლოგიური განყოფილების უფროსი; 1981-1987 წლებში ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი, 1989 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი. ამჟამად მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში. საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |