შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თენგიზ ახმეტელი![]()
ბიოგრაფიადაიბად ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1951 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1951–1957წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1957–1959წწ. ამავე საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1959–1961წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის, ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივნი; 1961–1963წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1963–1970წწ. დოცენტი, 1970–1983წწ. პროფესორი, 1983–1995წწ. იყო ამავე კთედრის გამგე. ავტორია 265 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 20 მონოგრაფიის და რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოსი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 8 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია. არის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ცხიმიანი ემბოლიით გამოწვეული გვიანი სიკვდილის მექანიზმი", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ტოკსიკური ჩიყვის კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1967 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |