Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნელი ბაბუნაშვილი![]()
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1957-1958 წლებში იყო ქ. გორის ბ/პოლიკლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1958-1961 წლებში - რესპუბლისკური ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1961-1968 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1994 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ამზადებს ექიმებს ელექტროფიზიოლოგიაში, კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე კარდიოლოგიაში. აქვს 110 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას ნორმისა და პათოლოგიის დროს, აქედან 81 გამოქვეყნებულია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა ელექტროკარდიოგრაფიული და ბალისტოკარდიოგრაფიული მონაცემები და მათი ურთიერთკავშირი ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1966 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის თავისებურება და გულის რიტმის მათემატიკური ანალიზი ქრონიკული ტონზილიტისა და ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |