The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა ბალავაძე

მარინა ბალავაძე
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1975–1984 წლებში იყო მოსკოვის საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრის უფროსი ლაბორანტი; 1980 წელს უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985–1992 წლებში - თბილისის თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1988 წელს პროსპექტულ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან - ქ. თბილისის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პროფილაქტიკური კარდიოლოგიის ასპექტების, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადების და სხვა პათოლოგიების დროული დიაგნოსტირებისა და შემდგომი ადექვატური მკურნალობის პრობლემებზე, მათ შორის 30-ზე მეტი გამოქვეყნებულია იმპაქტ ჟურნალებში. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების გამოსავლენად სტანდარტული მეთოდების გამოყენება და რისკ–ფაქტორების კორექციის შესაძლებლობები, ამბულატორიულ პირობებში 40–49 წლის მამაკაცებს შორის", დაიცვა 1983 წელს.

მონაწილეობდა კარდიოლოგთა მსოფლიო კონგრესის მუშაობაში ამსტერდამი (ჰოლანდია), ათეროსკლეროზის საერთაშორისო სიმპოზიუმებში რომი, ვენეცია(იტალია), ნიუ-იორკი(ა.შ.შ), რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში ვენა (ავსტრია), ჩიკაგო (ა.შ.შ), კორონარული არტერიების დაავადებათა საერთაშორისო კონგრესში ვენეცია (იტალია), ვენა (ავსტრია), ჩიკაგო (ა.შ.შ). 
დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2001).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი