შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლელა ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1981-1983 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა ქ. ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში თერაპიის კათედრაზე; 1983 წლიდან იყო ექიმი-ნეფროლოგი აკ. ფიფიას სახელობის № 1 კლინიკურ საავადმყოფოში, შემდგომში ქ. თბილისის რკინიგზის დეპარტამენტის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს აკ. ფიფიას სახელობის ბაზაში ექიმ-ნეფროლოგი. 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ხოლო 2001 წლიდან კი გაეროს ქალთა ფონდში (UNIFEM), პროექტის ეროვნული კოორდინატორის თანამდებობაზე. 2004 წელს მოიპოვა ბიზენსის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) კავკასიის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ. გაეროს მოსახლეობის ფონდის გუნდს 2005 წლის მაისში შეუერთდა ეროვნული პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |