შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ვახტანგის ძე ფიფია (გოგა)![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1981წწ. მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე გაიარა ორდინატურა; 1981-1983წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1983-1988წწ. უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან დოცენტი, 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრას. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა თორაკო-აბდომინალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს"(1989), "ექოგრაფია და ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტირაციული სიყვითლეების დროს"(1998). 1999 წელს გაიარა სადოქტორო დისერტაცია - აპრობაცია: "კეთილთვისებიანი სიყვითლეების მკურნალობა და დიაგნოსტიკა". ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს", დაიცვა 1985 წელს ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |