The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ზურაბ ფაღავა

ზურაბ ფაღავა
Date of birth:6 August, 1950  (73 years)
Category:Cardiologist

Biography

განათლება:

  • 1967-73 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
  • 1978–83 წ.წ. – მოსკოვის მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტი (ასპირანტურა)
  • 2005-2012 წ.წ. – პოსტდიპლომური განათლების ყოველწლიური კრედიტები ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ აკრედიტირებულ ფორუმებზე

სახელმწიფო სერტიფიკატი:
“კარდიოლოგია”;
“შინაგანი დაავადებები”

პროფესიული საქმიანობა:

  • 1998-2012 თსუ ასოცირებული პროფესორი
  • 1988-2007 კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი
  • 1986-1988 კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
  • 1982-1986 პროსპექტული კვლევის განყოფილება უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
  • 1976-1979 ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილება კაბინეტის ექიმი
  • 1974-1976 სამხედრო ნაწილის N11211 ექიმი

პუბლიკაცია:
100-ზე მეტი ბეჭვითი ნაშრომი

სამედიცინო პედაგოგიკური გამოცდილება
(საშუალო, უმაღლესი, პოსტდიპლომური):

  • სასწავლო კურსი თსუ მედ. ფაკულტეტი: “ გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემისს ძირითად პათოლოგიები (მაღალი ტექნოლოგიების როლი დიაგნოსტიკაში და მართვაში)” (დღემდე);
  • თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (1998-2012)
  • სახელმწიფო გამოცდების თავჯდომარე თსსუ-ში (2009)
  • პოსტდიპლომური სწავლების ორი უსგ კურსი: “ფიზიკური დატვირთვის ეკგ სინჯები – თანამედროვე ასპექტები”, “პოსტინფარქტული პერიოდის მართვა – რეაბილიტაცია და მეორადი პროფილაქტიკა”.

    დაიბადა თბილიაში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ქ.მოსკოვში, საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრის მიზნობრივ ასპირანტურაში. 
1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ხანგრძლივი ფიზიკური ტრენირების ზეგავლენა გულის მარცხენა პარკუჭის გლობალურ და რეგიონალურ შეკუმშვად უნარზე ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტით.”
1995 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “სამკურნალო ფიზკულტურის გაფართოებული კომპლექსისა და ფიზიკური ტრენირების გამოყენების კლინიკო-ფიზიოლოგიური დასაბუთება მიოკარდიუმის ინფარქტით ავადმყოფთა რეაბილიტაციის ეტაპებზე” . 
2002 წელს ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ მიანიჭა პროფესორის წოდება. არის მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი.
  
    1973-1974 წლებში მუშაობდა ქ.ცხინვალის საოლქო საავადმყფოში ექიმ-ორდინატორად. 1974-1976 წლებში - სამხედრო ექიმად. 1976 წლიდან კი მუშაობს მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციური დიაგნოსტიკის, გულ-სისხლძართა უკმარისობის, რეაბილიტაციის განყოფილებებში, ექიმ-ორდინატორის, უმცროსი მეცნიერ მუშაკის, უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობებზე. 1989 წლიდან ხელმძღვანელობს რეაბილიტაციის განყოფილებას, 2000 წლიდან არის მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე და კარდიული რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი. ამავე დროს, იგი არის ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი. 
  
ზურაბ ფაღავა არის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, სამუშაო ჯგუფის თავჯდომარე კარდიულ რეაბილიტაციასა და დატვირთვების ფიზიოლოგიაში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მართვის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევების მონაწილე, სხვადასხვა კარდიოლოგიური კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზატორი და მონაწილე, ჟურნალ “კარდიოლოგია და შინაგანი სნეულებანი” სარედაქციო საბჭოს წევრი. ზ.ფაღავა არის ქ.თბილისის მთავარი კარდიოლოგი.

  
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ბეჭვდითი ნაშრომი. არის მეთოდური რეკომენდაციებისა და წერილების, პოპულარული სამედიცინო ლიტერატურის, სამახსოვროების ავტორი. მის მიერ შემუშავებილია და გამოქვეყნებულია საქართველოში კარდიული რეაბილიტაციის სამსახურის მოდერნიზაციის კონცეფცია და მოსახლეობაში ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრების პროგრამული კონცეფცია.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის საბჭო, წევრი
  • ევროპის მედიკოს სპეციალისტა კავშირის კარდიოლოგიის სექციაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია, წარმომადგენელი
  • თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე

Contacts Information

  • Business
    აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი
    Address:თბილისი, საქართველო 0156 ლუბლიანას ქ. N 5
    Phone:+995 322 51 70 08 +995 599 50 93 62
    E-mail: