შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
კონსტანტინე ვლადიმერის ძე ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიაქართველი მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1939 წელს დაამთავრა თბილისში საშუალო სკოლა, 1941 წელს — მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას, 1965 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პერინატული მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც დღეს მისი სახელს ატარებს. კონსტანტინე ჩაჩავა იყო მეანობაში კლინიკურ-ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან პირველმა დანერგა სამკურნალო საშუალებად გინეკოლოგიაში ლაზერი, რაც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია. მეცნიერის კალამს ეკუთვნის 160-ზე მეტი ნაშრომი ქართულ და უცხო ენებზე, მათ შორის არაერთი მონოგრაფია და გამოგონება. კონსტანტინე ჩაჩავა იყო ევროპის პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი. საქართველოსა და სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი მეან გინეკოლოგი, დიდ სამედიცინო ენციკლოპედიის ერთ-ერთი თანარედაქტორი, ჟურნალ აკუშერსტვო ი გინეკოლოგიის სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვა. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |