შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
კონსტანტინე მადიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947 წელს იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ორდინატორი; 1951–1952წწ. ქალაქის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი; 1952–1956წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1962წწ. ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1962–1974წწ. დოცენტი; 1974–1990წწ. კათედრის გამგე; 1990 წლიდან ონკოლოგიის კათედრის დოცენტია და 1993 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის შპს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობაც სარძევე ჯირკვლის, კანის, საჭმლის მემნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების კიბოს დიაგნოსტიკის მკურნალობისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ექიმ–გინეკოლოგთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია კემბრიჯისა და ნიუ–იორკის ინტერნაციონალურ სამეცნიერო ცნობარებში(1997–1998), მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კანის კიბოს კლინიკო მორფოლოგიური თავისებურებანი საქართველოში", დაიცვა 1959 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |