The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ლევან ჩარკვიანი

ლევან ჩარკვიანი
Date of birth:24 January, 1923
Date of death:2008  (at 84 years)
Category:Gynecologist

Biography

დაიბადა ქ. ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1945წწ. იყო ხულოს რაიონის რიყეთის საექიმო უბნის გამგე; 1945-1947წწ. ბათუმის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე; 1948-1949წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1949-1954წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954-1964წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი და განყოფილების გამგე; 1964 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 335 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს ზოგიერთი საკითხი"(1964), "ქალის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება საქართველოში 20 წლის მანძილზე"(1965-1984); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 28 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Опыт профилактики рака шейки матки влимонно-мандариновых совхозах и колхозах Аджарской АССР", დაიცვა 1951 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს გავრცელების თავისებურებანი აჭარაში და საშვილოსნოს ექსპერიმენტული კიბო", დაიცვა 1963 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1982 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1964 - აჭარის ასსრ დამსახურებული ექიმი

Bibliography