შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლევან ჩარკვიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1945წწ. იყო ხულოს რაიონის რიყეთის საექიმო უბნის გამგე; 1945-1947წწ. ბათუმის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე; 1948-1949წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1949-1954წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954-1964წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი და განყოფილების გამგე; 1964 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 335 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს ზოგიერთი საკითხი"(1964), "ქალის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება საქართველოში 20 წლის მანძილზე"(1965-1984); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 28 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Опыт профилактики рака шейки матки влимонно-мандариновых совхозах и колхозах Аджарской АССР", დაიცვა 1951 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს გავრცელების თავისებურებანი აჭარაში და საშვილოსნოს ექსპერიმენტული კიბო", დაიცვა 1963 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |