The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ზურაბ ბერია

ზურაბ ბერია
Date of birth:13 December, 1950
Date of death:2020  (at 69 years)
Category:Psychiater

Biography

დაიბადა ქ. ხაშურში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს. 1976–1977 წლებში - ინტერნატურა ფსიქიატრიაში გაიარა ქ. თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1977–1985 წლებში იყო დისპანსერული განყოფილების გამგე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1985–1993 წლებში -  მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის შიზოფრენიის კლინიკისა და შიზოფრენიით დაავადებულთა მკურნალობის შესახებ. ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას ფსიქიატრიის დარგში. ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულთა მკურნალობა ბეტა–ადრენობლოკატორებით ფსიქოფარმაკოთერაპიის პროცესში", დაიცვა 1994 წელს.

Member of Organizations

  • საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში", წევრი
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, მდივანი